ქ. ბათუმში, მეორე დღეა ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ მიმდინარეობს. 15 ივლისს, კონფერენციის მეორე სამუშაო დღე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დიალოგით (Dialogue with the President) გაიხსნა. დიალოგს უძღვება გლობსეკის საპატიო პრეზიდენტი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი უნგრეთში რასტისლავ კაჩერი. პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. დისკუსიისათვის თვალის დევნება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო, აკადემიური, მედია და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.