ქ. ბათუმშიმე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ გრძელდება. კონფერენციის მეორე დღეს მუშაობა დაიწყო პირველმა სესიამ - “ევროკავშირის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა“, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: ანტი-დასავლური პროპაგანდისა და რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შესაძლებლობები - ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის საპასუხო ქმედებები ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებში. როგორ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ევროკავშირის საკითხებზე - თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება ევროკავშირთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორ მოვახდინოთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ჩართულობისა და მხარდაჭერის გაძლიერება საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში? გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში. მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია, მათ შორის ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობებთან - ალტერნატიული რუსულენოვანი მედიის მნიშვნელობა. ჟურნალისტებისა და ინფორმაციის სხვა ძირითადი გამავრცელებლებისათვის საინფორმაციო მხარდაჭერა. სესიის მოდერატორია გამოცემის “The Economist” მიმომხილველი ტომ ნუტალი. მომხსენებლები: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ჯაილზ პორტმანი, ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალე პოლინგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევარი, ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, უკრაინის საინფორმაციო პორტალისStopFake.org აღმასრულებელი დირექტორი რუსლან დეინიჩენკო. კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.