ბოგდან კლიხი

ბოგდან
კლიხი

თანამდებობა

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის უმცირესობის ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ინსტიტუტი

პოლონეთის სენატი, ვარშავა

სენატორი ბოგდან კლიხი მსახურობს პოლონეთის სენატში 2011 წლიდან. მანამდე, 2007-2011 წლებში იგი იკავებდა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. 2004-2007 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი სამოქალაქო პლატფორმის პარტიიდან და საქმიანობდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. სენატორი კლიხი ასევე იყო პოლონეთის პარლამენტის წევრი 2001-2004 წლებში, სადაც იკავებდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის,  ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წევრისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტიკური კომიტეტიში პოლონეთის წარმომადგენლის პოზიციებს. 1999-2000 წლებში ის იყო ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე და 1989-1999 წლებში კი პოლონეთსა და ევროკავშირს შორის მთავარი შუამავლის უფროსი მრჩეველი. 1997 წელს იგი წარდგენილ იქნა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტის პოსტზე, სადაც მსახურობდა 2007 წლამდე.

სენატორ კლიხს მიენიჭა ღირსების ორდენი  ლიტვის თავდაცვაში შეტანილი წვლილისათვის და ოქროს მედალი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.