დავით უსუფაშვილი

დავით
უსუფაშვილი

თანამდებობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან. დაიბადა 1968 წლის 5 მარტს. სწავლობდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საშუალო სკოლაში (1975-1985). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1985-1992). მოგვიანებით სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (1997-1999). 2005-2013 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ასევე მუშაობდა USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში (1999-2005). იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001.) 1994 წლიდან 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; იყო საქართველოს პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი და მისი წარმომადგენელი პარლამენტში (1992-1994).1990 წლიდან 1994 წლამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და იურიდიული კონსულტანტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1992-1996) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (1999-2011).