დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი
ქუმსიშვილი

თანამდებობა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დიმიტრი ქუმსიშვილი 2005- 2007 წლებში სწავლობდა ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგისა და სტრატეგიული მენეჯმენტის მაგისტრატურის პროგრამას "CERMA მენეჯმენტის სკოლაში". მანამდე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის სპეციალობით; 1991-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. დაამთავრდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.  2015 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2015 წლის მარტიდან სექტემბრის თვემდე იყო თბილისის ვიცე-მერი. მანამდე კი 2012-2015 წლებში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე.  თავმჯდომარეობდა სამთავრობო კომისიას სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ.  2011 წლიდან 2012 წლამდე იყო ბიზნესის განვითარების დირექტორი "პალიტრა მედიაში".