გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი
კვირიკაშვილი

თანამდებობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი- დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს. 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიცია. 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ამერიკულ საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC" -ში საფინანსო სექტორისა და საპენსიო რეფორმის ექსპერტად; 2006 წლის თებერვლიდან - 2011 წლის ოქტომბრამდე ეკავა სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის"  გენერალური დირექტორის თანამდებობა; 2004-2006 წლებში იყო პირველი კომერციული ბანკის (ამჟამად ტაოპრივატბანკი)  აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 1998 გახდა გაერთიანებული ქართული ბანკის - ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი. 1996-1997 წლებში იყო Trade Invest Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე WTO-ს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1999 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში - ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ.