იაროსლავ ლუდვა

იაროსლავ
ლუდვა

თანამდებობა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის უმცროსი მოადგილე

იაროსლავ ლუდვა-დაიბადა 1962 წლის 8 თებერვალს. ამჟამად უჭირავს ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო  2003 წლიდან 2005 წლამდე ფილიპინებში. 2000-2003 წლებში მუშაობდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტში. 1996 წელს გახდა ჩეხეთის ელჩი უზბეკეთში. მანამდე კი ეკავა ელჩის მოადგილის თანამდებობა სინგაპურში. კარიერის დასაწყისში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის იყო მინისტრის მრჩეველი საგარეო ეკონომიკურ საკითხებში. ელჩი ლუდვა ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მადრიდის უნივერსიტეტიდან, ხოლო მაგისტრის ხარისხს პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტიდან.