იაშარ  იაკიში

იაშარ
იაკიში

თანამდებობა

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

იაშარ იაკიში-თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. დაიბადა 1938 წელს. სწავლობდა პოლიტიკის მეცნიერებებს ანკარის უნივერსიტეტში. დიპლომატიურ სერვისს შეუერთდა 1962 წელს. მსახურებდა ელჩად რიადსა და კაიროში, ასევე თურქეთის მუდმივ წარმომადგენლად გაეროს ვენის ოფისში. ბილკენტისა და ჰაცეტეფის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს თურქეთის საგარეო პოლიტიკისა და წყლის დიპლომატიის შესახებ. ავტორია სტატიისა „ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების მართვის იურიდიული პრინციპები“. არის თურქეთის სამართლისა და განვითარების პარტიის დამაარსებელი. ამჟამად ასრულებს ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციას თურქეთის პარლამენტში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის საუდის არაბეთის, იტალიისა და საფრანგეთის პირველი პირებისაგან. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. თურქულის გარდა საუბრობს ფრანგულად, ინგლისურად და არაბულად.