იოჰანეს ჰანი

იოჰანეს
ჰანი

თანამდებობა

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში

იოჰანეს ჰანი იკავებდა არაერთ მენეჯერულ პოზიციას ავსტრიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში. 1992 – 1997 წლებში იყო ავტრიული სახალხო პარტიის ვენის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი. 2002 წელს იგი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2005 წელს პარტიის თავმჯდომარედ. იყო ვენის რეგიონალური პარლამენტის წევრი 1996-2003 წლებში, ხოლო 2007 წელს გახდა მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის მინისტრი.

ევროკომისიაში მუშაობა დაიწყო 2010 წელს, სადაც პასუხისმგებელი იყო რეგიონალური პოლიტიკის საკითხებზე. 2014 წლის  ნოემბრიდან უჭირავს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა.