ჯაილს პორტმანი

ჯაილს
პორტმანი

თანამდებობა

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი

ჯაილს პორტმანი- ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ბრიუსელში 2015 წლის სექტემბრიდან. სამუშაო ჯგუფი  2015 წლის მარტში შეიქმნა და მიზნად ისახავს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპული პოლიტიკის ხელშეწყობასა და მედიის დამოუკიდებლობას რეგიონში.  ამჟამინდელ პოზიციამდე 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებზე, როგორც ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. სწორედ ამ ჯგუფის დამსახურებაა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა 2005 წელს.  ეკავა სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობა  ნიუ იორკში, პრაღასა და ლონდონში. მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ოქსფორდის უნივერსიტეტში.