კახაბერ გოგოლაშვილი

კახაბერ
გოგოლაშვილი

თანამდებობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

კახაბერ გოგოლაშვილი ფლობს აკადემიურ ხარისხს ეკონომიკაში, ჟურნალისტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ოც წელზე მეტხნიან მუშაობას აკადემიურ და სამეცნიერო ინსტიტუტებში მკვლევრის პოზიციაზე, ასევე ლექტორის გამოცდილებას ევროპული ინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, კონფლიქტის გადაჭრის საკითხებში. მას აქვს თერთმეტწლიანი დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება უცხო ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის და სხვა პოზიციების ფარგლებში. მას აქვს უმაღლესი დილომატიური რანგი. ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში იგი აქტიური მრჩეველი იყო საქართველოს მთავრობის ევროკავშირთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოებაში. იგი არის ავტორი საკმაოდ დიდი რაოდენობის სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიების, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. იგი ასევეა რედაქტორი არაერთი წიგნისა, რომელიც მიძღვნილია ევროინტეგრაციისადმი. ორჯერ იქნა არჩეული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ხელმძღვანელად კომიტეტში.