კარლჰაინც კოპფი

კარლჰაინც
კოპფი

თანამდებობა

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი

ინსტიტუტი

ავსტრიის პარლამენტი, ვენა

კარლეინც კოპი დაიბადა 1957 წლის 27 ივნისს ჰოენემსში, ვორარლბერგში. დაამთავრა ალტახის დაწყებითი და მეჰრერაუს კერძო გრამატიკის სკოლა, მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო ბრეგენცის ბიზნეს სკოლაში. 1982 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ჰუბერ ტრიკოტის კომპანიაში გოცისსა და ბრეგანცში. 1993 წელს კი გახდა სპორტბაუვალსერის პარტნიორი ალტახში.

1994 წელს არჩეულ იქნა ავსტრიის სახალხო პარტიაში, სადაც თავდაპირველად წარმოადგენდა სპორტის, მოგვიანებით ენერგიისა და გარემოს, ამჟამად კი მედიის კომიტეტებს. 2000 წელს გახდა ავსტრიის სახალხო პარტიის ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი. ეს პოზიცია ეკავა 2008 წლის ნოემბრამდე, შემდეგ კი არჩეულ იქნა ავსტრიის სახალხო პარტიის საპარლამენტო გუნდის თავმჯდომარედ. 2013 წლის შემოდგომიდან არის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი.

ამჟამად ბატონი კოპფი არის ვორარლბერგის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. 2009 წლის ზაფხულიდან კი უკავია SCR ალტახის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია.