კატარინა მათერნოვა

კატარინა
მათერნოვა

თანამდებობა

ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე

2015 წლის სექტემბერში, კატერინა მატერნოვამ დაიკავა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა  და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის მოადგილის თანამდებობა. მანამდე კი 2007-2010 წლებში მსახურებდა ასევე დირექტორის მოადგილედ რეგიონული პოლიტიკის დირექტორატში. 2002-2004 და 2010-2014 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკში, 1998-2002 წლებში კი სლოვაკეთის მთავრობაში, სადაც ეკავა ეკონომიკის მინისტრის უფროსი ინსტიტუციური და პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა. კატერინა მატერნოვა ფლობს დოქტორის ხარისხს ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტიდან, ხოლო მაგისტრის ხარისხს მიჩიგანის უნივერსიტეტიდან. საუბრობს 6 ენაზე. კარიერა დაიწყო იურისტად ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის წარმატებულ იურიდიულ ფირმებში. 1993 წელს მიიღო პრო ბონოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯილდო, ხოლო 2000 წელს „ წლის ქალის“ ტიტული.