ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან
ციხელაშვილი

თანამდებობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

დაიბადა 1978 წლის 21 აგვისტოს. 2006 წლიდან ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. 2011 წელს იყო აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია).2007 წელს ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) გაიარა საზაფხულო კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. 2000 წელს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.1998-1999 წლებში გაიარა სამოქალაქო განათლების პროექტის (CEP) კურსები.2006 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი იყო ლიბერალური აკადემია თბილისის (LAT) დირექტორი. 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. 2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. 2002-2010 წლებში იყო ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში.