ლაშა  დოლიძე

ლაშა
დოლიძე

თანამდებობა

FAO-ს პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ხელმძღვანელის მოადგილე

ლაშა დოლიძე დაიბადა 1975 წლის 1 თებერვალს.  1992 წელს დაამთავრა თბილისის #173 საჯარო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1997 წელს დაეუფლა ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობების მიმართულებით.  

1998 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე. 1998-2003 წლებში იყო პროექტის „უცხოური ინვესტიციების სამეთვალყურეო საბჭოს მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ფინანსდებოდა.

2005 წელს, ედმუნდ მასკის გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მასაჩუსეტსის შტატში, აშშ-ში დაამთავრა უილიამსის კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2005-2007 წლებში მუშაობა გააგრძელა პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე USAID-ში. 2008 წლის ნოემბრიდან 2011 წლის იანვრამდე ლაშა დოლიძე მუშაობდა აგრიკულტურის განვითარების მიმართულებით.

ამჟამად არის FAO-ს პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ხელმძღვანელის მოადგილე.