ლინკოლნ მიტჩელი

ლინკოლნ
მიტჩელი

თანამდებობა

პოლიტიკური განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კვლევის ექსპერტი.

ლინკოლნ მიტჩელი ავტორი და ექსპერტი  პოლიტიკური განვითარების სფეროში. მუშაობდა დემოკრატიასა და მმართველობისთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთი ევროპის, კარიბის ზღვის აუზის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში.  ასევე მუშაობს ბიზნეს კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  წერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე მუშაობს პოლიტიკურ კორესპონდენტად New York Observer-ში.

დოქტორი მიტჩელი გამოცდილი მკვლევარია. ძირითადად წერს აშშ-საქართველოს ურთიერთობების, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, დემოკრატიის ხელშეწყობის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავლის შესახებ.

მისი პირველი წიგნი, "არამდგრადი დემოკრატია: ამერიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია" პენსილვანიის უნივერსიტეტის პრესის მიერ 2008 წელს გამოქვეყნდა, მას მოყვა მეორე წიგნი ამავე უნივერსიტეტში. ხოლო მესამე წიგნი "დემოკრატიის ხელშეწყობის პარადოქსი" 2016 წელს ბრუქინგსში გამოქვენდა.