მაიკლ ემერსონი

მაიკლ
ემერსონი

თანამდებობა

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) ასოცირებული უფროსი მკვლევარი

მაიკლ ემერსონი- დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბალიოლის კოლეჯის პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე ფლობს საპატიო დიპლომს კეელისა და კენტის უნივერსიტეტებიდან. პარიზში ევროპის განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციიაში მოღვაწეობის შემდეგ, 1973 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც 1990 წლამდე მუშაობდა მაკროეკონომიკურ საკითხებში ეკონომისტის თანამდებობაზე. ასევე ეკავა როი ჯენკინსის ეკონომიკური მრჩევლის პოზიციაც. 1991 წელს დაინიშნა ევროკავშირის პირველ ელჩად საბჭოთა კავშირში (შემდგომში რუსეთი). რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ კი 1996 წელს კვლევა განაგრძო ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1998 წლიდან დღემდე კი მუშაობს ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრში. ამჟამად უძღვება კვლევას ევროკავშირის მიერ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებების შესახებ.