მაურიციო გრეგანტი

მაურიციო
გრეგანტი

თანამდებობა

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკური და უსაფრთხოების საქმეთა გენერალური დირექტორატის, რუსეთის ფედერაციის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი

მაურიციო გრეგანტი 2015 წლიდან  მუშაობს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში, სადაც ასრულებს რუსეთის ფედერაციის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსის მოვალეობას. 2015 წელს მას მისცეს სრულუფლებიანი მინისტრის წოდება. 2009-დან 2014 წლამდე იყო ევროკავშირში იტალიის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი. 2003 წელს გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს დაინიშნა ბერლინში იტალიის საელჩოს პირველი მდივნად. 1998 წელს გახდა ამანში იტალიის საელჩოს პირველი მდივანი.  მანამდე კი 1993-1995 წლებში მუშაობდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული მართვის დირექტორად.