რასტისლავ კაჩერი

რასტისლავ
კაჩერი

თანამდებობა

ელჩი, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარე

ინსტიტუტი

გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი, ბრატისლავა

რასტისლავ კაჩერი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩად უნგრეთში დაინიშნა 2013 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ რაც დაასრულა აშშ-ში სლოვაკეთის ელჩის 5 წლიანი მანდატი, 2008 წლიდან დაიკავა სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის(ამჟამინდელი გლობსეკის) პრეზიდენტის თანამდებობა. ელჩმა კაჩერმა კარიერა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში ანალიტიკოსის თანამდებობაზე, სადაც მოგვიანებით დაწინაურდა და დაინიშნა ანალიტიკური განყოფილების უფროსად. 1994 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ბრიუსელში ნატოს სათაო ოფისში. სლოვაკეთში დაბრუნების შემდეგ დაიკავა გენერალური მდივნის პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების პოლიტიკისა და მრავალმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტში. 2001 წელს, გახდა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რომელიც სლოვაკეთის ნატოში გაწევრიანების მოლაპარაკებზე იყო პასუხისმგებელი. ელჩი კაჩერი ექსპერტია აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.