რუსლან დეინიჩენკო

რუსლან
დეინიჩენკო

თანამდებობა

საინფორმაციო პორტალის StopFake.org-ის აღმასრულებელი დირექტორი,

რუსლან დეინიჩენკო-ფლობს ბაკალავრის ხარისხს ისტორიაში სომის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს კორპორატიულ კომუნიკაციებში დუქენის უნივერსიტეტიდან. არის ამერიკის ხმის რეპორტიორი 2002 წლიდან, სადაც ქმნის ახალ ამბებს რადიოსა და Chas-Time-ის ყოველდღიური სატელევიზიო შოუსათვის. არის კიევის მოჰილა აკადემიის ინსტრუქტორი უკვე ათ წელზე მეტია. ასწავლის რადიო ჟურნალისტიკასა და მედია-მენეჯმენტის კურსებს მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ზედამხედველობს სტუდენტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტინებს. მისი შექმნილია „ჟურნალისტიკის პროგრამის ციფრული მომავალი“-სადოქტორო პროგრამა უკრაინელი ჟურნალისტებისათვის, რომელიც აქცენტს მულტიმედიასა და სოციალურ ქსელებზე აკეთებს.  

2014 წელს რუსლან დეინიჩენკო იყო StopFake.org-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს არის უკრაინული ვებ-გვერდი, რომელიც ამოწმებს ინფორმაციის სანდოობას პრორუსულ მედიაში.