თინათინ ხიდაშელი

თინათინ
ხიდაშელი

თანამდებობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

თინათინ ხიდაშელი- საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 1995-96 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ხოლო 1999 წლიდან სწავლა განაგრძო ვაშინგტონის სამართლის სკოლაში. 2004 წელს კი იელის უნივერსიტეტში.

1994 წელს მუშაობდა დაიწყო საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლად, 1996 წელს კი დაინიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორად. 1999 წლიდან 2004 წლამდე ეკავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა. 2005 წელს გახდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საერთაშორისო მდივანი. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ელავა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაც. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.