ვიქტორ  დოლიძე

ვიქტორ
დოლიძე

თანამდებობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი

ვიქტორ დოლიძე არის ევრონესტის თანაპრეზიდენტი და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი. 1996 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.1997-1998 წლებში სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2000 წელს გახდა  საქართველოს საელჩოს მრჩეველი ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში; 2001 წლიდან 2004 წლამდე იგი იყო პოლიტიკურ საქმეთა მრჩეველი საქართველოს წარმომადგენლობაში ნატო-ში (ბრიუსელი, ბელგია) .2004 წელს გახდა საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და უნგრეთის რესპუბლიკაში. ასევე მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2010 წელს აირჩიეს თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრად. მოგვიანებით 2012 წელს გახდა  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 2015 წლიდან არის  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი. პროფესიული კარიერის მანძილზე ბატონი ვიქტორ დოლიძე აქტიურად იყო ჩართული ეუთოს უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა ეუთოში, სადაც ითხოვდა სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას კონფლიქტის ზონაში.