ვინსენტ  რეი

ვინსენტ
რეი

თანამდებობა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი

ბ-ნი ვინსენტ რეი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილებას 2016 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.

ვინსენტ რეიმ უმაღლესი განათლება პოლიტიკურ-მეცნიერებაში მიიღო პარიზში, საფრანგეთი და მაგისტრის ხარისხი ევროპის კოლეჯში ბრუგეში, ბელგია. ფლობს სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს.

საქართველოში მოვლინებამდე ბ-ნი ვენსანი ევროკავშირის კომისიაში სათაო ოფისის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

ბ-ნი ვინსენტი ევროკავშირის კომისიის სათაო ოფისში,  ბრუსელში, 1993 წლიდან მუშაობდა განყოფილების უფროსის მოადგილედ, გაფართოების გენერალურ დირექტორატში პოლიტიკურ კოორდინატორად და გენერალური სამდივნოში. აგრეთვე ხელმძღვანელობდა ინსტიტუციური გაძლიერების და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილებას თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ანკარაში.