წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო, აკადემიური, მედია და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 15 ივლისს 10:00 სთ-ზე სასტუმრო “ჰილტონის” არმაზის დარბაზში გაიმართება დიალოგი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან (Dialogue with the President) შეხვედრას გაუძღვება გლობსეკის საპატიო პრეზიდენტი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი უნგრეთში რასტისლავ კაჩერი. პრეზიდენტი მარგველაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ წარმატებებზე. დისკუსიისათვის თვალის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში.