14 ივლისს, ქ. ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში მიმდინარეობს მეხუთე სესია - ევროპული დღის წესრიგიდან „მიგრაციის გლობალური შეთანხმებისკენ“, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ახალი პოლიტიკა - მიგრაციის მართვის მექანიზმები; მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; მიგრაციის ევროპული დღის წესრიგი და „მიგრაციის გლობალური შეთანხმება“ - ეროვნული კონტექსტი და გლობალური მიდგომები; მიგრაციის მართვის საერთაშორისო პროცესები - სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა, პერსპექტივები და გამოწვევები.

მოდერირებულ დისკუსიას წარმართავს პროექტ „საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მექანიზმის“ ექსპერტი ადამ ვაზოვსკი. სესიის მომხსენებლები არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სელიმ იენელი, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო, ინტეგრაციისა და ევროპის ფედერალური სამინისტროს იურიდიულ და საკონსულო საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ელიზაბეტ ტიხი-ფისელბერგერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიგრაციის დიალოგებისა და თანამშრომლობის დირექტორი მარტაინ პლაიმი.