ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში წელს უკვე მეორედ, პირველი სამუშაო დღის ბოლოს, მუშაობა დაიწყო ღამის სესიამ, სადაც ჩეთემ ჰაუსის (Chatham House) წესებით განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

მოდერირებულ დისკუსიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვება. მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის უმცირესობის ლიდერი ბოგდან კლიხი, ლიტვის რესპუბლიკაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არნოლდას პრანცკევიჩუსი, ამერიკის შეერთებული შტატების მკვლევარი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიჩელი და სომხეთის რესპუბლიკის რეგიონული კვლევების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი.