13 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა.