ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში მესამე თემატური სესია „ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე: საქართველოს მომავალი“ დასრულებულია. სესიაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ასოცირების შესახებ შეთანხმების, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სარგებელი და გამოწვევები - მიღწეული პროგრესი და არსებული გამოცდილება, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; პარლამენტის როლი შეთანხმების განხორციელების პროცესის ზედამხედველობაში; სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა და გამჭვირვალობა; სამომავლო გეგმები: ასოცირების ახალი დღის წესრიგი - პრიორიტეტები, მოლოდინები და შემდგომი განვითარება.

მოდერირებულ დისკუსიას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უძღვებოდა. სესიაზე მოხსენებით გამოვიდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი, ევროპა-სერბეთის სტაბილიზაციის დელეგაციისა და ასოციაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვე-კომიტეტის წევრი ედუარდ კუკანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს განყოფილების დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე ლუკ დევინი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დური და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.