ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციის სტუმრებს უმასპინძლა. მიხეილ ჯანელიძემ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა ევროპული კომიისიის გენერალურ დირექტორთან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კრისტიან დანიელსონთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის მოადგილე ლუკ დევინთან,  ევროპული კომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის  აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორთან  ლაურენს მერიდიტთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური სტრეკთან,  ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარტინ კოშატკასთან,  ესტონეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან ვაინო რეინარტთან, ლიტეუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დარიუს სკუსევიჩუსთან ,  მოდლოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და  ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან დანიელა მორარისთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპული, ამერიკის პოლიტიკისა და  უსაფრთხოების საკითხებში ბარტოშ ჩიჩოცკისთან. 
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველში ჩამობრძანებისა და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.  შეხვედრაზე მან ვრცალდ ისაუბრა საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე  და იმ ნაბიჯებზე, რაც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. 
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" 2018 წლის 14-15 ივნისს მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.​