საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დანიელა მორარის შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ ისე მრავალხრივ ფორმატებში და ისუბრეს მათი შემდეგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მოლდოვას - ორი ასოცირებული ქვეყნის  - საერთო ინტერესებსა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდლიების გაზიარებას.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები, რაც საშუალებას მისცემს ასოცირებულ ქვეყნებს უფრო მეტად დაუახლოვდნენ ევროკავშირს, საერთო ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის გზით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას აღნიშნულ საკითხებზე.    ​