საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში თომას ბუხსბაუმთან.

შეხვედრა ბათუმში მიმდინარე მე - 15 საერთაშორისო კონფერეცნიის -„საქართველოს ევროპული გზის“ - ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მომავალი თავმჯდომარეობის ხედვა და იმსჯელეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებსა და ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივების შესახებ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა თომას ბუხსბაუმს გააცნო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია (Roadmap2EU) და მისი მთავარი მიმართულებები, მიწოდა ინფორმაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელების პორცესების შესახებ.

ვსტრიულმა მხარემ უაღრესად პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პორცესი.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის შემდგომი გამოყენების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან შეუქცევადი ინტეგრაციისა და აღნიშნული პროცესის გაღრმავების კონტექსტში საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის სახელმწიფოების, მათ შორის, ავსტრიის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება და მასში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.