საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უმცროს მოადგილეს მარტინ კოშატკას შეხვდა. შეხვედრა გაიმართა, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, რომელზეც მარტინ კოშატკა მომხსენებლად წარსდგა ევროკავშრის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებიის საკითხის შესახებ სესიაზე.
 
 
შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა ინფორმაცია  მიაწოდა  ჩეხ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორცილებული ძალისხმევისა და ასევე მომავალში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციასა (Roadmap2EU) და მის მთავარ მიმართულებებზე, რომელიც მნიშველოვან დამატებით იმპულსს შეიტანს  ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების საკითხში.  
 
ჩეხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა რაც ევროკავშრიში ინტეგრაციის გზას უკავშირდება, საქართველო ყველა არსებულ გამოწვევას სამაგალითოდ უმკლავდება და  ამ გაწეული ძალისხმევის შედეგები თვალსაჩინოა. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნებს შორის  არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპეტივებზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
 
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართელოში ჩამობრძანებისთის და კონფერცნიაში ჩართულობისთის. მარტინ კოშეტკამა აღნიშნა, რომ ის მოხარულია რომ მიეცა შესაძლებლობა წვეოდა საქართელოს, რადგან ის მუშაობდა ამ რეგიონზე და დიდი სურვილი ქონდა პირადად მოენახულებინა ის.