ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის -„საქართველოს ევროპული გზის“ - ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დარიუს სკუსევიჩიუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროპული და ევროოატლატიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების და მომავალში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლიუტუველ კოლეგას გააცნო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია (Roadmap2EU) და მისი მთავარი მიმართულებები, რომელიც მნიშველოვან იმპულსს შეიტანს  ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების საკითხში.  მხარეებმა ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელების პორცესების შესახებ.

ლიეტუვას მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა. მხარეებმა იმსჯელეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპეტივებზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება და მასში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.​