წელს, ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“  მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიმართავენ. გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი ყურადღებას გაამახვილებენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე, ეკონომიკური განვითარებისთვის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესსა და ევროპაში არსებულ კრიზისზე. კონფერენცია მიზნად ისახავს ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას, იდეების, პოლიტიკისა და საერთო ინტერესების გაზიარებას.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. წელს, კონფერენციის პარტნიორები არიან  გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute)  და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

კონფერენციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში ჩვენი გვერდის საშუალებით.