ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განსახილველად  14-15 ივლისს 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. კონფერენცია აქტიურად გაშუქდება  საერთაშორისო და ადგილობრივი მედია საშუალებებით, თუმცა თქვენ ასევე, შესაძლებლობა გექნებათ ონლაინ რეჟიმში ადევდოთ თვალი საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე დისკუსიებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებს შორის. ონლაინ ჩვენება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულზე: http://batumiconference.ge/2016/en/livestream