ქ. ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ფარგლებში გაიმართა პირველმი სესია „საქართველო, რეგიონული სტაბილურობა და ევროპის ენერგოუსაფრთხოება“, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, მისი განხორციელება და შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისთვის; აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო კავშირები, სატრანზიტო დერეფანი და საქართველოს როლი; საქართველოს როლი ევროკავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში - მიმდინარე პროექტები და პერსპექტივები; ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან თანმიმდევრული ჰარმონიზაცია და საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში - სარგებელი, გამოწვევები და სამომავლო გეგმები; საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის პოტენციური მიმწოდებელი; ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირების მნიშვნელობა და ზეგავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

სესიას მოდერაციას უწევდა USAID “მმართველობა ზრდისთვის” ენერგეტიკისა და წყლის კომპონენტის ხელძღვანელი გიორგი ჩიქოვანი. სესიის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ალტერნატიული მინისტრი ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრად შიმანსკი და ევროპარლამენტის მწვანეთა-ევროპული ალიანსის ჯგუფის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის თანაპრეზიდენტი, ინდუსტრიულ, კვლევისა და ენერგეტიკულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ევროპა-უკრაინის დელეგაციის ასოცირებული წევრი რებეკა ჰარმსი. კონფერენციის მონაწილეებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური შერკმა.