დავით ბაქრაძე

დავით
ბაქრაძე

თანამდებობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე-სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2014 წლის ნოემბრიდან. 2012 წლიდან 2014 წლამდე იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე მსახურებდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. 2008 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის პირველ სამმართველოს. 2002 წლიდან 2005 წლამდე იყო ქ. ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ასევე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 1990-იან წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დეპარტამენტში. 1996 წელს კი მუშაობა დაიწყო პრეზიდენტის პრესსამსახურში.